საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე განაგრძობს სპეციალურ აღდგენით კურსებს. ტოსკანურმა გუნდმა 8 იანვრამდე ფეხბურთელები შვებულებაში გაუშვა და მათ შორის მჭედლიძეც, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, თუმცა თანხმლები პირით.
როგორც ინტერნეტპორტალი Empolichannel.it-ი იტყობინება, 27 წლის ჩვენებურს შვებულებაში გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი ფრანჩესკო ჩინიჩი გამოჰყვა, რომლის მეთვალყურეობითაც უკვე თბილისში გააგრძელებს აღდგენით კურსებს, ხოლო 8 იანვრას, მასთან ერთად იტალიაში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ლევანმა ტრავმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს. ბოლო პერიოდში ქართველი ფორვარდი გამოკვლევებს ბარსელონაში იტარებდა. იტალიური მედიის ცნობით, მჭედლიძის მოედანზე დაბრუნება ახლოვდება.