ფეხბურთი

19:21 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმამ მალდინის რეკორდი დაამხო

იტალიური “მილანის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გუნდის რეკორდსმენი გახდა. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა “როსონერის” რიგებში მეასე შეხვედრა ჩაატარა (ყველა ტურნირის ჩათვლით). დონარუმამ აღნიშნულ შედეგს “ფიორენტინასთან” მატჩში მიაღწია.

რეკორდი კი შემდეგში მდგომარეობს: დონარუმა “მილანის” ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც 100-ჯერ აქვს გუნდის ღირსება დაცული. დონარუმამ ლეგენდარული პაოლო მალდინის რეკორდი გააუმჯობესა – პაოლომ “როსონერის” რიგებში 100 თამაში 19 წლის ასაკში ჩაატარა.

ჯანლუიჯი დონარუმას “მილანში” ოფიციალური დებიუტი 2015 წლის 25 ოქტომბერს, “სასუოლოსთან” ჰქონდა. იმ დროისთვის მხოლოდ 16 წლისა და 242 დღის გახლდათ. აქვე გეტყვით, რომ წინა ასი შეხვედრიდან ჯიჯომ კარი მშრალად 33-ჯერ შეინახა.

თეგებისერია A
0.123986