ფეხბურთი

13:57 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ შესაძლოა "რეალი" ზაფხულში დატოვოს

მადრიდის “რეალისა” და კრიშტიანუ რონალდუს ურთიერთობა შესაძლოა დამდეგ ზაფხულს დასრულდეს. როგორც Daily Record-ი იტყობინება, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობა უკვე საქმის კურსში ჩააყენა და სთხოვა, რომ ზაფხულში მისი ტრანსფერი 100 მილიონ ევროზე მეტად არ შეაფასოს.

როგორც ამბობენ, რონალდუსა და ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა დღითიდღე ცივდება და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ნავსაყუდელის გამოცვლა უნდა.

ამჟამად, რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “პარი სენ ჟერმენს” უკავშირებენ, რომელთაც ასევე გამოთქვეს მისი შეძენის სურვილი. მიმდინარე სეზონში რონალდუმ “რეალის” რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.452383