ბაქოს “ინტერის” ყოფილი მწვრთნელი ზაურ სვანაძე თბილისის “დინამოში” იმუშავებს. სვანაძე კახა კაჭარავას ასისტენტი იქნება. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ გვითხრა.
სვანაძე “დინამოში” ადრეც მუშაობდა კაჭარავასთან ერთად. ეს ექვსი-შვიდი წლის წინ.
ზაურ სვანაძე თბილისის “დინამოს” ოქროს თაობის წარმომადგენელია, 1981 წელს თასების თასი მოიგო.