“ჰიუსტონ როკეტსმა” 31 წლის ფორვარდი ჯერალდ გრინი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გრინი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, რაც ტეხასელებმა გამოიყენეს და ის უფასოდ დაიმატეს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გრინი განვლილ სეზონში “ბოსტონ სელტიკსში” ასპარეზობდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5.6 ქულას და 1.8 მოხსნას აგროვებდა.