ფეხბურთი

19:50 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი ჯოვინკოს "ინტერს" არ ურჩევს

“ტორონტოს” იტალიელი თავდამსხმელის, სებასტიან ჯოვინკოს აგენტი მისი კლიენტის “ინტერში” შესაძლო გადასვლის საკითხით მოხიბლული სულაც არაა. მეტიც, როგორც ანდრეა დ’ამიკომ იტალიურ მედიას განუცხადა, თუ ჯოვინკო “ნერაძურიში” გადავა, ეს ცუდი გადაწყვეტილება იქნება.

აი, რა თქვა დ’ამიკომ:

“ჩემი აზრით, “ინტერში” გადასვლა ცუდი გადაწყვეტილება იქნება. ასე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობ, რომ სებასტიანი ახლა კარგად თამაშობს ამჟამინდელ გუნდში. მან უკვე გააკეთა არჩევანი და ბედნიერია”, - ამბობს იტალიელის აგენტი.

გასულ სეზონში ჯოვინკომ MLS-ში 29 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლითა და 7 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო მისი ლიდერობით “ტორონტო” ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ჯოვინკო “იუვენტუსის” აკადემიის აღზრდილია, ხოლო MLS-ში 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ხსენებულ პერიოდში იქაური პირველობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111626