ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს. პეპ გვარდიოლას აზრით, მიუხედავად მისი გუნდის ფანტასტიკური მატჩებისა, ამ პოზიციაზე ახალი სისხლი აუცილებელია.
Tepegraph-ის ცნობით, “სიტის” თვალთახედვის არეში ორი ფეხბურთელია – “ვესტ ბრომვიჩის” უკანახაზელი ჯონი ევანსი და “სოსიედადის” მცველი ინიგო მარტინესი. ჩრდილოეთ ირლანდიელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ გირვანქას უტოლდება, ხოლო ესპანელი 28 მილიონი ღირს. გამოცემის ინფორმაციით, “სიტი” უპირატესობას სწორედ მარტინესს ანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ ევანსი 2008-2015 წლებში "სიტის" დაუძინებელი მტრის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა, თუმცა ძირითადი შემადგნელობის წევრად არასდროს მოიაზრებოდა.
აქამდე, “ქალაქელები” ვირჯილ ვან დეიკის გადაბირებასაც ცდილობდნენ, მაგრამ “ლივერპულმა” “საუთჰემპტონს” უფრო სარფიანი წინადადებით მიმართა და ჰოლანდიელმაც გეზი “ენფილდ როუდისკენ” აიღო.
საგულისხმოა, რომ გუშინ "სიტისთან" მიმართებაში სოლომონ კვირკველიას გვარმაც გაიჟღერა...