მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი რაფაელ ნადალი ბრისბენის ტურნირზე აღარ იასპარეზებს.
“ბრისბენში თამაშს ვაპირებდი, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდი გამეწელა, მცირე ტრავმაც მაწუხებს. 5 იანვარს ავსტრალიაში ჩავალ და ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიასპარეზებ” - განაცხადა ნადალმა.
რაფამ ტრავმის გამო ვერც აბუ დაბის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.