ფეხბურთი

18:41 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე გორგიაშვილი 2 წლით "საბურთალოში"

29 წლის ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც ბოლოს საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობაში ასპარეზობდა, "საბურთალოსთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ახალწვეულმა, კონტრაქტს დღეს მოაწერეს ხელი.

გორგიაშვილი 2005-2013 წლებში "ზესტაფონში" ირჯებოდა, სადაც 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელაც სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2014 წელს უკვე "დინამოს" შემადგენლობაში მოახერხა ჩემპიონობა და თასის მოპოვება. ამის შემდეგ კი "სამტრედიაში", "ცხინვალსა" და "ჩიხურაში" თამაშობდა.

წლევანდელ ეროვნულ ლიგაში გორგიაშვილმა 29 მატჩი ჩაატარა და 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

0.151264