ფეხბურთი

15:20 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოსა და მხითარიანს ურთიერთობა დაეძაბათ

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და სომხეთის ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა დაეძაბა. აღნიშნულის მიზეზი ის გახლავთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს პორტუგალიელი მწვრთნელი სათამაშო დროს აღარ აძლევს.

მხითარიანს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერი” ტრანსფერზე დააყენებს და თუ მისაღები შეთავაზება იქნება, კლუბი მზადაა, იანვარშივე შეელიოს მას. მხითარიანით მილანის “ინტერია” დაინტერესებული, თუმცა იტალიელებს ინგლისური კლუბისათვის ოფიციალური წინადადებით ჯერაც არ მიუმართავთ.

მიმდინარე სეზონში სომეხმა შემტევმა ყველა ტურნირის ჩათვლით 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112173