ფეხბურთი

21:12 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარასკო სიმეონეს გეგმებში აღარ შედის

ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა იანიკ კარასკომ შესაძლოა იანვარში "ატლეტიკო" დატოვოს. როგორც As-ი იუწყება, მადრიდელთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შიმე ვრსალკო ან კარასკო გაუშვას, არჩევანი კი დიეგო სიმეონეს მიანდეს, რომელმაც გუნდიდან კარასკოს გაშვება არჩია.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა. იანიკის გადაბირება პრემიერლიგის რამდენიმე გუნდს სურს და ასევე მიუნხენის "ბაიერნს". ჯერჯერობით უცნობია ესპანური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ რამდენ მილიონ ევროს მოითხოვს.

კარასკო "როხიბლანკოსის" რიგებს 2015 წელს "მონაკოდან" შეუერთდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 122 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117691