კალათბურთი

19:47 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრინი მეექვსეა

“გოლდენ სტეიტმა” შინ “კლივლენდი” 99:92 დაამარცხა. დრეიმონ გრინმა სამმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი) და ნბა-ს ისტორიაში გახდა მეექვსე კალათბურთელი, ვინც შობის დღესასწაულზე ჩატარებულ თამაშში სამმაგი დუბლი მიითვალა.

შობის ღამეს სამმაგი დუბლი შემდეგ კალათბურთელებს აქვთ შესრულებული: ოსკარ რობერტსონი, ჯონ ჰავლიჩეკი, ბილი კანინგჰემი, ლებრონ ჯეიმსი, რასელ უესტბრუკი.

0.118585