იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიუნხენის “ბაიერნიდან” კარლო ანჩელოტის გათავისფულების შესახებ საუბრობს. როგორც კაპელომ Sky Italia-ს განუცხადა, გერმანული გუნდის ფეხბურთელებს ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაში არ სურდათ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ის პოსტიდან გაეთავისუფლებინათ.
“ბევრს აინტერესებს რა შეცვალა ჰაინკესმა “ბაიერნში” – პასუხი მოთამაშეებშია. ისინი ანჩელოტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მათ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ პრობლემა მწვრთნელში იყო. უბრალოდ, გუნდს ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაში არ უნდოდა”, - განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ “ბაიერნი” მიმდინარე წლის სექტემბერში პსჟ-სთან მარცხის შემდეგ დატოვა. მის ნაცვლად კი იუპ ჰაინკესი დანიშნეს, რომლის თავკაცობით “რეკორდმაისტერმა” ძველებური სათამაშო ფორმა დაიბრუნა.