16 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი თბილისის “დინამოდან” თბილისის “ლოკომოტივში” გადავიდა. მას დინამოელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, “დინამო” აღზრდის საკომპენსაციო თანხას მიიღებს.
ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (17 და 19-წლამდე) ერთ-ერთი საუკეთესოა.
“ლოკომოტივში” იმუშავებს ფეხბურთელის მამა, სულიკო დავითაშვილიც. ის 19-წლამდელთა გუნდს გაწვრთნის. ამ გუნდს ვასილ მაისურაძე თავკაცობდა, რომელიც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში მუშაობს და ორივე პოსტზე ერთად ვერ დარჩებოდა.
სულიკო დავითაშვილი “ლოკომოტივში” თამაშობდა. აქ და სხვა ქართულ გუნდებშიც საკმაოდ შედეგიანი იყო.