არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი სკანდალში გაეხვია. 57 წლის სპეციალისტი პოლიციამ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის დროს დააკავა.
როგორც არგენტინული გამოცემები იტყობინებიან, სამპაოლი მისი გოგონას ქორწილის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როცა პოლიციამ გააჩერა, რამაც ის გააღიზიანა და სამართალდამცავებთან შელაპარაკებაც მოუვიდა.
საბოლოოდ, მწვრთნელს ავტომობილი ჩამოართვეს, თუმცა პოლიციის განყოფილებაში არ გადაუყვანიათ და უფლება მისცეს, ღამე ახლომდებარე სასტუროში გაეთია.
რა სასჯელი ელოდება მომხდარის გამო სამპაოლის, ჯერჯერობით უცნობია.