ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ხმის მიცემა დაიწყო.
კალათბურთელების არჩევა, გასული წლის მსგავსად, ასე მოხდება: გულშემატკივრები (50%), კალათბურთელები (25%), მედიის წარმომადგენლები (25%). შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წესი ნბა-მ ზაზა ფაჩულიას გამო შემოიღო.
ქართველ გულშემატკივრებს რამდენიმე სხვადასხვა საშუალებით შეეძლებათ ზაზა ფაჩულიასთვის და სხვა კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა.
1. ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი- 24 საათში ერთხელ
https://vote.nba.com/#/?iref=asv_howto&cid=asv18_howto
2. facebook-ზე და Twitter-ზე 24 საათში ერთხელ #NBAVOTE Zaza Pachulia.
3. Google Search: ჩაწერთ NBA Vote All-star აირჩევთ სასურველ მოთამაშეს.
ხმის მიცემის პროცესში არის სიახლეც - 31 დეკემბერს, 4, 11, 12 და 15 იანვარს ხმის მიცემა დღეში ორჯერ შეგეძლებათ. გამოკითხვის შუალედური შედეგები 4 და 11 იანვარს გამოცხადდება.
საბოლოო შედეგები 18 იანვარს გამოქვეყნდება. “ოლ სტარი” 18 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება.