ფეხბურთი

10:00 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"შაპეკოენსეს" ექსფეხბურთელმა გოლი პროთეზით გაიტანა... (VIDEO)

ბრაზილიური “შაპეკოენსეს” ყოფილმა მეკარემ ჯექსონ ფოლმანმა, რომელიც ცნობილ ავიაკატასტროფას გადაურჩა, საქველმოქმედო მატჩში ითამაშა. მეკარე ამჯერად მინდვრის მოთამაშის როლში მოგვევლინა და გოლიც გაიტანა, თანაც პროთეზის ფეხით.

გარდა ამისა, ფოლმანი ერთ-ერთ ეპიზოდში ძირს დაეცა, თითქოს კუნთი დაეჭიმა, რამაც თანაგუნდელთა და ტრიბუნებზე მყოფი ქომაგების გამხიარულება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ნოემბერში “შაპეკოენსეს” თვითმფრინავმა მედელინთან ახლოს კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 71 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 სიკვდილს გადაურჩა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი "შაპეკოენსეს" მოედანზე, "არენა კონდაზე" გაიმართა.

0.11568