ფეხბურთი

11:36 | 24.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა შირერის რეკორდი გაიმეორა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა "ბარნლისთან" მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა, 2017 წელს პრემიერლიგაში 36 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ალან შირერის რეკორდი გაიმეორა. 1996 წელს ცნობილმა ინგლისელმა "ბლექბერნის" მაისურით 42 მატჩში შეძლო 36-ჯერ თავის გამოჩენა.

24 წლის მოთამაშეს კი ინგლისის ჩემპიონატში ალანის შედეგის მისაღწევად 34 შეხვედრა დასჭირდა. ასევე, კეინი ეროვნულ ნაკრებსა და საკლუბო დონეზე 53 გოლი დაუგროვდა და მხოლოდ "ბარსელონას" შემტევს, ლიონელ მესის (54) ჩამორჩება. 2017 წელს ლონდონურ გუნდს კიდევ ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი და შესაძლოა 26 დეკემბერს, "საუთჰემპტონთან" მატჩში კეინმა შირერის შედეგი გააუმჯობესოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119643