იტალიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი მატეო დარმიანი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. Football Italia-ს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელის შეძენას “ნაპოლი” გეგმავს და ტრანსფერის გაჩარხვას იანვარში ელოდებიან.
იტალიური გუნდი მზადაა, რომ დარმიანის სანაცვლოდ ინგლისელებს 15 მილიონი ევრო გადაუხადონ. გარდა ამისა, განიხილება მეორე ვარიანტიც – იჯარა შესაძლო გამოსყიდვის უფლებით.
მატეო დარმიანი “მანჩესტერში” 2015 წელს “ტორინოდან” გადავიდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ ჯდება და შესაბამისად, სასტარტო შემადგენლობაშიც ხშირად ვერ ხვდება.
მიმდინარე სეზონში დარმიანმა “წითელი ეშმაკების” ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით 10 შეხვედრაში დაიცვა და გოლი არ გაუტანია.