ფეხბურთი

17:27 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკეს ლა ლიგაში იწვევენ

ლუის ენრიკე შესაძლოა სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნდეს. Cadena Ser-ის ინფორმაციით, “სევილია”, რომელიც ამჟამად უმწვრთნელოდ იმყოფება, “ბარსელონას” ექსთავკაცის კანდიდატურას განიხილავს.

მთავარი პრობლემა “სევილიასა” და ენრიკეს შესაძლო თანამშრომლობაში ესპანელის სპეციალისტის მაღალი ხელფასი შეიძლება იყოს.

ლუის ენრიკეს გარდა, “დალაქების” დამრიგებლის პოსტზე ხავი გრასიასა და ბერნდ შუსტერის გვარებიც სახელდება. შეგახსენებთ, “სევილიამ” გუშინ ედუარდო ბერისო ცუდი შედეგების გამო თამანდებობიდან გაათავისფულა.

რაც შეეხება ლუის ენრიკეს, იგი ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია. ესპანელს “ბარსელონაში”, “სელტასა” და “რომაში” მუშაობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

0.115533