კალათბურთი

1:28 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში იფრინა!

ევროლიგის მე-14 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “სასკი ბასკონიამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” 85:82 დაამარცხა.

მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და დასკვნითი ათწუთეულის წინ 17 ქულით იგებდნენ. "ბასკონიას" მოთამაშეებმა ჩათვალეს, რომ მატჩის ბედიც გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა “ბარსელონამ” ბოლო მეოთხედში ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოასწრო.

“ბასკონიამ” კი პირველი ტაიმი ჩაატარა დიდებულად და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა. ვიტორიელთა გამარჯვებაში კი, უდიდესი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა VIDEO.

ესპანური გუნდის ქართველი კაპიტანი პარკეტზე 29:28 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. ჩვენებურმა განსაკუთრებით დიდებულად პირველ ტაიმში ითამაშა, როდესაც 14 წუთში 20 ქულა დააგროვა.

თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. შენგელია ორივე გუნდის რიგებში ცალსახად საუკეთესო იყო: მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა (31) და ქულებიც (24). შესაბამისად, შეხვედრის MVP თორნიკე შენგელია გახდა.

“ბასკონიას” 14 ტურში 7 მოგება და ამდენივე წაგება აქვს, რაც მეცხრე ადგილისთვისაა საკმარისი. შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგაში მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს, გათამაშების ლიდერ მოსკოვის ცსკა-სთან საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.148597