ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ იტალიური “მილანი” დააჯარიმა. ამის შესახებ Football Italia იტყობინება.
“როსონერის” ფინანსური ფეირ პლეის წესის დარღვევისთვის ევროთასებიდან მოკვეთა ემუქრებოდა, თუმცა უეფამ გაითვალისწინა მდგომარეობის გამოსწორების გეგმა, რომელიც კლუბმა წარუდგინა და “მილანს” ამ ეტაპზე ჯარიმის სახით 20 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
იტალიურ კლუბს 5 მილიონის გადახდა დაუყონებლივ მოუწევს, დარჩენილ 15 მილიონს კი იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ ფინანსური საკითხების უეფას მიერ დადგენილ წესთან შესაბამისობაში მოყვანას გარკვეულ დროში ვერ მოახერხებს.
უეფამ “შავ-წითლები” დააჯარიმა გასულ ზაფხულს სატრანსფერო პერიოდში დახარჯული თანხის გამო, რომლის რაოდენობამაც 200 მილიონს გადააჭარბა და კლუბმა ფინანსური ფეირ-პლეის წესი დაარღვია.