იტალიურმა “მილანმა” უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს “როსონერის” კაპიტანს ლეონარდო ბონუჩის გუნდის დატოვება სურს.
დილით პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალიელ მცველს არ სჯერა ხელმძღვნელთა პროექტების და უკმაყოფილების გამო კლუბიდან წასვლა სურს.
“შავ-წითლების” პრესსამსახურმა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულ ინფორმაციას ჭორად მოიხსენიებს და კატეგორიულად უარყოფს.
“მიუღებელია ჭორები ბონუჩის შესახებ, მაგრამ კომენტარს მაინც გავაკეთებთ - ბონუჩი აბსოლუტურად დარწმუნებულია მის გადაწყვეტილებაში და სურს კლუბში დარჩენა. ის არის გუნდის კაპიტანი და ყველაფერს აკეთებს, “მილანს” ძველი დიდების დაბრუნებაში რომ დაეხმაროს”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ცენტრალური მცველი გასულ ზაფხულს “მილანში” “იუვენტუსიდან” გადავიდა და გუნდის კაპიტანიც გახდა.