კალათბურთი

11:52 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი “გოლდენ სტეიტი” – “მემფისის” მატჩზე (+VIDEO)

პირველად ისტორიაში, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩზე ქართული ჰიმნი შესრულდა. ანსამბლმა “შვიდკაცამ”, “გოლდენ სტეტისისა” და “მემფისის” მატჩის დაწყებამდე და მისი შესვენებისას რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. ცხადია, პირველი გახლდათ ამერიკის ეროვნული ჰიმნი, რომელიც ქართულმა ანსამბლმა მატჩის დაწყებამდე იმღერა და მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურა (VIDEO).

არანაკლები აპლოდისმენტები მოჰყვა “შვიდკაცას” მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნსა და “მრავალჟამიერს”, რომელიც ქართველებმა მატჩის დიდ შესვენებაზე შეასრულეს. აღნიშნული პროექტი ზაზა ფაჩულიასა და კომპანია “გალფის” “გოლდენ სტეიტის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად განხორციელდა. თავად ფაჩულიას მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ის დარბაზში იმყოფებოდა “შვიდკაცას” უბადლო შესრულების გამო მილოცვებს იღებდა.

შეხვედრა “გოლდენ სტეიტმა” 97:84 მოიგო.

gbf.ge

0.151847