კალათბურთი

1:59 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ევროლიგური MVP

ევროლიგის XIII ტურში დასანანი მარცხი განიცადა “სასკი ბასკონიამ” და საუკეთესო რვა გუნდში შესვლის საკითხი მომავლისთვის გადაედო. ესპანური გუნდი გათამაშების აუსტაიდერ “ოლიმპია მოლანოს” ეწვია და ვერაფერი დააკლო – 85:92.

იტალიელები მთელი თამაში დომინირებდნენ და სტუმრები გონს მხოლოდ დასკვნით მეოთხედში მოვიდნენ, მაგრამ ეს საბოლოო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ გამოდგა.

“ბასკონიას” მარცხში დამნაშავე ყველაზე ნაკლებადაა თორნიკე შენგელია. ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი პარკეტზე 28:38 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 19 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

თორნიკემ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა 19 ქულით და ამავდროულად მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა – 26. შესაბამისად, შეხვედრის MVP სწორედ შენგელია გახდა.

“ბასკონიას” 13 ტურში 6 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. ესპანური გუნდი ევროლიგაში მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს, შინ “ბარსელონასთან” გამართავს.

0.11989