სხვა

17:57 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის საანგარიშო სესია 22 დეკემბერს გაიმართება

2017 წლის 22 დეკემბერს, სასტუმრო ,,ბილტმორში " (რუსთაველის გამზირი №29) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია. დასაწყისი 12:00 საათზე.

2017 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ სესიაზე ანგარიშით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სესიის დელეგატები ასევე მოისმენენ ინფორმაციას:

1). 2018 ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებისთვის (პიონჩანგი, სამხრეთ კორეა, 9-25 თებერვალი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების შესახებ;

2). საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ.

გაიმართება საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია.

სესიას დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის ეოკ-ის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

0.130901