ფეხბურთი

17:12 | 19.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: “მუნდიალზე იტალიის ნაკრების არყოფნა - ტრაგედიაა”

ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების არყოფნა ტრაგედიის ტოლფასია. ინფანტინო იქვე დასძენს, რომ მუნდიალზე თამაში სხვებმა უფრო მეტად დაიმსახურეს.

“სანამ ფიფას ხელმძღვანელი გავხდებოდი, იტალიის ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვიყავი. უნდა ვაღიარო, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი არყოფნა - ნამდვილი ტრაგედიაა. თუმცა, ასეა, ვინც უფრო დაიმსახურა, ის ითამაშებს. საჭიროა ბევრი მუშაობა და რეფორმების გატარება, რომ იტალია მსოფლიო ფეხბურთში დაბრუნდეს”, - განაცხადა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შვედეთთან პლეი-ოფში მარცხის შემდეგ ვერ მოხვდა.

0.117426