მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტი ული ჰიონესი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე კომენტარს აკეთებს. როგორც ჰიონესმა თქვა, “ბაიერნი” ერთი ფეხბურთელი სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას არასდროს გაიღებს.
“ბაიერნი” ნეიმარის სანაცვლოდ 220 მილიონს არ გადაიხდიდა. არც 180 მილიონს მბაპეში, რომელიც სხვათა შორის, ძალიან მომწონს. ჩვენი პოლიტიკა ასეთია – ერთი მოთამაშის სანაცვლოდ მხოლოდ 50, 60 ან 70 მილიონ ევროს გადავიხდით”, - აღნიშნა ჰიონესმა.