კალათბურთი

10:09 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ კანკია: "ჯერ, ტრავმების გამო ვაგებთ"

მარნეულის „დელტამ“ სუპერლიგის ბოლო ტესტი „კაქტუსთან“ 76:91 წააგო. გუნდს აკლია ლიდერები და გუნდი ლიდერების გარეშე ზედიზედ მესამე შეხვედრას აგებს.

ეპიზოდურად, „დელტა“ კარგი იყო და იმ ეპიზოდებში „კაქტუსს“ აქვს პრობლემები. პროცესში, ეს არ იყო საკმარისი საკმაოდ სოლიდური ოპონენტის გასაჩერებლად.

ხვალ „დელტა“ „სოხუმს“ ეთამაშება (14:00).

„კაქტუსთან“ შეხვედრას აფასებს მთავარი მწვრთნელი.

თემურ კანკია: „სამწუხაროდ, ხელს იგივე ფაქტორები გვიშლის. გვყავს ბევრი ტრავმირებული და რთულია, ლიდერების შეცვლა. მოკლე სკამი გართმევს სიღრმეს და ეს ცუდად აისახება ჩვენი კალათბურთის ხარისხზე და ცუდი ხარისხი აისახება საბოლოო შედეგზე. მალე გვიბრუნდება 2 მოთამაშე და იმედი მაქვს, შემდეგი შეხვედრისთვის უკეთ მომზადებულები ვიქნებით.“

„კაქტუსთან“ ამ რეგულარულში პირადი რეკორდი დასვა ლევან ელიაძემ - 14 ქულა, 14 მოხსნა.

„სოხუმთან“ პრინციპული თამაში იქნება. ორივე გუნდისთვის. გელოდებით დარბაზში.

"დელტას" პრესსამსახური

0.146955