ფეხბურთი

12:41 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს და კროოსის მიღწევა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და გერმანიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუ და ტონი კროოსი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელები გახდნენ. მადრიდის "რეალის" მოთამაშეებმა მეოთხედ მოიგეს აღნიშნული ტურნირი. "სამეფო კლუბმა" 2017 წლის ფინალში "გრემიო" 1:0 დაამარცხა.

ორივე ფეხბურთელმა სამ-სამჯერ ესპანური გრანდის რიგებში მოიპოვეს გამარჯვება 2014, 2016 და 2017 წლებში. პირველად კი ჩემპიონობა კროოსმა "ბაიერნთან" ერთად 2013 წელს იზეიმა, ხოლო რონალდუმ - 2008 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად.

აღნიშნული მოთამაშეების შემდეგ საერთაშორისო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჯამში სამჯერ რამდენიმე ფეხბურტელს აქვს მოგებული, მათ შორისაა კაფუ, პაოლო მალდინი, ანდრეს ინიესტა, დანი ალვეში, ჟერარ პიკე, ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი, ქარიმ ბენზემა, კეილორ ნავასი, რაფაელ ვარანი, ისკო, ნაჩო, მარსელო და დანი კარვახალი.

0.116406