იტალიური “მილანი” და ფლორენციის “ფიორენტინა” ბარტერს ამზადებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, “როსონერი” “იების” ხორვატი ნახევარმცველის, მილან ბადელითაა დაინტერესებული და მზადაა ამისთვის ლუკას ბილია დათმოს.
საინტერესოა, რომ ბადელის “ფიორენტინასთან” ხელშეკრულება დამდეგ ზაფხულს ეწურება და ზემოხსენებულ გარიგებაზე ყაბულს ფლორენციული გუნდიც უნდა იყოს. თუმცა ერთი წინაღობაც არსებობს – ბილია “მილანში” ბევრად მეტ გასამრჯელოს იღებს, ვიდრე ბადელი “ფიორენტინაში”.
აქვე გეტყვით, რომ “მილანის” გარდა ხორვატი ფეხბურთელის შეძენის სურვილს “ლაციო”, “რომა” და “ინტერიც” გამოთქვამენ. რაც შეეხება ბილიას, იგი “როსონერიმ გასულ ზაფხულს “ლაციოდან” დაიმატა, მაგრამ არგენტინელი ნახევარმცველი ლომბარდიულ გრანდს ვერაფრით მოერგო და ბოლო დროს სათადარიგო სკამსაც გაუშინაურდა.