ფეხბურთი

19:37 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა ცხადაძე აზერბაიჯანში ბრუნდება

ბაჩანა ცხადაძე, სავარაუდოდ, “ქიაფაზი” ითამაშებს. ეს აზაერბაიჯანული კლუბია და უმაღლეს ლიგაში მერვე ადგილზეა. ამის შესახებ აზერბაიჯანელები წერენ.

როგორც იცით, ცხადაძე აზერბაიჯანში ადრეც თამაშობდა. ბაქოს “ინტერში” კარგი სეზონები ჰქონდა და ოთხ სეზონში 32 გოლი გაიტანა. შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა. ბოლოს საჩხერის “ჩიხურაში” თამაშობდა და საქართველოს თასი მოიპოვა, ხოლო მანამდე თბილისის “ლოკომოტივსა” და “სამტრედიაში” გახლდათ.

0.12928