“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლა დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პირველი წრეც არ დასრულებულა, გერმანელი სპეციალისტის აზრით, “მანჩესტერ სიტის” პირველ ადგილს ვერავინ წაართმევს.
“მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა დასრულებულია. არმგონია, რომ ჩემპიონობის შანსი “იუნაიტედსაც” ჰქონდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ “სიტის” მაქსიმალურად მივუახლოვდეთ, თუმცა ჩემპიონობის შანსი არ გვაქვს. ამიტომ, ჩვენი მიზანი მეორე ან მესამე ადგილზე გასვლა იქნება”, - განაცხადა კლოპმა.
“ლივერპული” 17 ტურის შემდეგ 31 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება. ლიდერ “სიტის” 18, ხოლო “იუნაიტედს” 7 ქულით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი განცხადება ჟოზე მოურინიომაც გააკეთა. პორტუგალიელიც კლოპის მსგავსად ფიქრობს, რომ “სიტის” ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება.