ესპანეთის ეროვნული ნაკრები, შესაძლოა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთონ. El Pais-ის ინფორმაციით, ფიფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლება თუ ჩაერევა, “ფურია როხა” მუნდიალიდან მოიხსნება.
2017 წლის ივლისში კორუფციის ბრალდებით ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ანხელ მარია ვილარი დააპატიმრეს, ხოლო მისი ადგილი დროებით ხუან პადრონიმ დაიკავა. ვილარს ბრალად 45 მილიონი ევროს გაფლანგვა წაუყენეს და ფეხბურთში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალეს.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნებიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება და ფიფა პირინელებს აფრთხილებს, რომ არჩევნებში სახელისუფლებო უწყებების ჩარევა არ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანურ ფეხბურთს ეს ძვირად დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ანალოგიურ სკანდალში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცი ევრო 2008-ის წინაც იყო, თუმცა მაშინ მათთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაც მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
და საგზურს გადასცემენ იტალიას
ნეტავც ისე მოხდეს არცერთი გრანდი არ იყოს და ყველაზე ბანძი ჩემპიონატინგამოვიდეს, რუსეთი უარესის ღირსია
ჩვენ რატომ არ გვიგზავნიან მსგავსი შინაარსის წერილებს? თუ ჩვენი ნაკრები სათვალავშიც არ არის?
მეტი რაღა უნდა ჩაერიონ სანამ კაცი არ ჩასვეს ციხეში მანამდე ვერ გახადა სახელმწიფომ კობიაშვილი პრეზიდენტი.
ნეტაი გაგვრიცხონ ფიფადან და უეფადანაც ნერვებს მაინც არ დაგვაწყვეტენ თავისი თამაშით
ნაცუი ფურია როხას
ერთი ბრაზილია დარჩება გერმანიას შედარებით ძლიერი მეტოქედ და ეგაა რა
გერმანიის და ზოგადათ ევროპული ჰუნდის ჩემპიონობა გამორიცხული მგონია.