ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავკაცი უნაი ემერი გაქურდეს. როგორც Le Point-ი იტყობინება, ესპანელი მწვრთნელის სახლში უცნობი პირები შევიდნენ და საათი, ძვირფასეულობა, ჩანთები და ასევე ნეიმარის ორი მაისური მოიპარეს.
ქურდებმა ემერის სახლიდან როლექსის საათი, რომლის ღირებუება 7 ათას ევროს შეადგენდა, სამაჯური და უნაის მეუღლის ორი ჩანთა (დააახლოებით 20 ათასი ევროს ღირებულების) წაიღეს.
საინტერესოა, რომ დამნაშავეებმა სახლიდან ასევე წაიღეს ნეიმარის ორი მაისური და ემერის რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც პსჟ-ს უკავშირდებოდა. მომხდარის შესახებ სამართალდამცავ უწყებებს ესპანელის სპეციალისტის მეუღლემ აცნობა, ძარცვა ადგილობრივი დროით 17:30 საათიდან 19:30 საათამდე მოხდა. ამ დროს ემერი სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც პსჟ საფრანგეთის ლიგის თასის მატჩისთვის ემზადებოდა.
გამომძიებლები უკვე იკვლევენ მომხდარ ინციდენტს და ცდილობენ გაარკვიონ მძარცველთა ვინაობა.