კალათბურთი

10:43 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი "უნიკახას" 10 ქულით შეეწია

ევროლიგის მე-12 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მალაგას “უნიკახამ” და ამით ოთხმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა. ანდალუზიელებმა საკუთარ მოედანზე რუსული “ხიმკი” 93:84 დაამარცხეს. მატჩის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებმა რვაქულიანი უპირატესობით მოიგეს.

“უნიკახას” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა გიორგი შერმადინი, თუმცა ქართველი ცენტრი ურიგოდ სულაც არ გარჯილა: ჩვენებურმა 13:52 წუთში საკუთარ გუნდს 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი შესძინა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო მოათავსა კალათში, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა.

“უნიკახას” ევროლიგაში 12 ტურის შემდეგ 4 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და მხოლოდ მე-13 პოზიციაზე იმყოფება. მალაგელები მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, “ბარსელონას” ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120569