"საბურთალოს" კვლავ გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა წლეულს ეროვნულ ლიგაში ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ჭიაბრიშვილს “საბურთალოსთან” ხელშეკრულება ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაუმთავრდა, მხარეები კი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
ახლა თბილისელები არდადეგებზე იმყოფებიან, ახალი სეზონისთვის მზადებას იანვრის პირველ რიცხვებში შეუდგებიან.