ფეხბურთი

19:14 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე ვარჯიშს მალე განაახლებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც კუგატის კლინიკაში მუხლზე მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდა.

როგორც Empolichannel-ი იტყობინება, ქართველ ფორვარდს მტკივან მუხლზე აშკარა პროგრესი აღენიშნება და მედიკოსების დასკვნა პოზიტიურია.

მეტიც, ხსენებულ წყაროს თუ დავუჯერებთ, ლევანი უახლოეს დღეებში ვარჯიშს განაახლებს და შესაბამისად, მალევე მოედანზე დაბრუნებას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიმდინარე წლის აპრილში “მილანთან” თამაშის დროს მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს.

0.108796