ავსტრალიის ნაკრებს ამჟამად მწვრთნელი არ ჰყავს. ანგე პოსტეკოგლუმ ორიოდე კვირის წინ დატოვა პოსტი და ვინ შეცვლის მას, ჯერ უცნობია. კანდიდატთა შორის ბრაზილიელეი ლუიშ ფელიპე სკოლარიც ყოფილა. ამაზე სკოლარიმ თავად განაცხადა:
"საინტერესო ნაკრებია და შემოთავაზებაც საინტერესო მივიღე. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ იმიტომ არ მინდა გაწვრთნა, რომ ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონატზეა გასული. მუნდიალი ჩემთვის უცხო არაა. მსურს, რომ ავსტრალიის ნაკრებში რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშაო".
ლუიშ ფელიპე სკოლარის თავკაცობით, 2002 წელს ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, წინა მუნდიალზე კი ნახევარფინალში გავიდა. ასევე, თავკაცობდა პორტუგალიის ნაკრებსაც და მეოთხე ადგილზე გაიყვანა 2010 წელს.