კალათბურთი

10:12 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუნდაის” 6 გამარჯვება ევროპის ლიგაზე

მიმდინრე წელი უმნიშვნელოვანესია ქართული კალათბურთისთის. „აკადემიასთან“ ერთად საერთაშორისო ტურნირში ჩაება საკალათბურთო კლუბი „ჰიუნდაი“, რომელმაც ევროპულ ლიგაში უკვე 2 წრე მოილია და აკადემიელების მსგავსად 6 მოგება და 4 მარცხი გააჩნია.

ამ ეტაპზე შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ კერძო ქართული კლუბები ახერხებენ საზღვარგარეთ გასვლას და რეგულარულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას. ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროპის ლიგაში საქართველოს ასაკობრივი - 14 და 15 წლამდელები ასპარეზობდნენ, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აფინანსებდა და ამით პერსპექტიულ მოზარდებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ.

ამ გზას დაადგნენ ქართული კლუბებიც და ევროპის ლიგაზე ქართველები უკვე სოლიდურად არიან წარმოდგენილები. ცხრილში „ჰიუნდაი“ და „აკადემია“ გვერდიგვერდ არიან და მე-5 - მე-6 ადგილებს იყოფენ. თუმცა გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე ჯერ ერთმანეთს არ შეხვედრილან.

ჰიუნდაელებმა ამ ეტაპზე 3 მატჩი მოიგეს და 2 წააგეს. 10 მატჩის შემდეგ გუნდის ბომბარდირია გეგა წულაია - 13.5 ქულა, საუკეთესო მომხსნელია ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი - 6.5, საუკეთესო მეპასე - თენგო გოგიშვილი - 3.1.

გუნდთან ერთად ლატვიიდან კმაყოფილი დაბრუნდა "ჰიუნდაის" წარმომადგენელი ლევან წულაია:

„ევროპულ გუნდებთან თამაში ჩვენი ბიჭებისთვის კარგი გაკვეთილია. ეს მათ გამოცდილებას მატებს. აგერ, მაგალითიც: მეორე ტურში "აკადემიამ" ყველა მატჩი მოიგო. ჩვენი გუნდიც საგრძნობლად უმატებს, რაც მწვრთნელის, ირაკლი ჩერქეზიშვილის დამსახურებაცაა. ბავშვები ხედავენ, როგორ არიან მომზადებულები მეტოქეები, როგორ სწორად მოქმედებენ, როგორც ბურთიანად, ისე უბურთოდ. ეს ყველაფერი კი, მათ გამოცდილებას მატებს, რაც შემდეგში აუცილებლად წაადგებათ“.

8-10 დეკემბერი

ბალტიის კალათბურთის ლიგა

ჰიუნდაი-დინამო (მოსკოვი, რუსეთი) 39:47

ჰიუნდაი-მაჟეიკაი (ლიტვა) 34:38

ჰიუნდაი-ვიტებსკი (ბელარუსი) 67:36

ჰიუნდაი-მიგლინიეკსის აკადემია (ლიტვა) 55:29

ჰიუნდაი-ისტ ბოლი (რიგა, ლატვია) 69:17

თეგებიჰიუნდაი
0.107193