ფეხბურთი

1:05 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “ინტერში” ისტორიაში შესვლის გამო გადავედი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წარსული გაიხსენა. როგორც Football italia შვედი ფეხბურთელის სიტყვებს ციტირებს, 2006 წელს მას “მილანიც” იწვევდა, მაგრამ “ინტერში” გადასვლა ამჯობინა, რადგან ისტორიაში შესვლა სურდა.

“წინადადება მქონდა “მილანიდან” და “ინტერიდან”. რაიოლამ მკითხა, მინდოდა თუ არა საუკეთესო გავმხდარიყავი – ვუპასუხე, რომ კი. “მილანს” “ინტერი” ვამჯობინე, რადგან “როსონერი” ჩემპიონთა ლიგას იგებდა, “ნერაძურის” კი იტალიის ჩემპიონატი 17 წელი არ ჰქონდა მოგებული.

ვფიქრობდი, თუ ამას ჩემთან ერთად მოახერხებენ, ისტორიაში შევალ. საბოლოოდ, “ინტერში” ტიტული მოვიგე, ხოლო მე საუკეთესო ბომბარდირი გავხდი”, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2006 წლის ზაფხულში მას შემდეგ, რაც “იუვენტუსი” ქვედა ლიგაში დააქვეითეს, “ინტერში” გადავიდა.

0.10872