ფეხბურთი

20:10 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა - მოურინიოს კოშმარი, ნულები იტალიაში, რონალდუ და მესი...

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

ინგლისი, პრემიერლიგა

15 – რომელუ ლუკაკუს პრემიერლიგის დიდი ექვსეულის გუნდებთან 62 მატჩში მხოლოდ 15 გოლი აქვს გატანილი (ერთი გოლი ყოველ 313 წუთში). მაშინ როდესაც დანარჩენ გუნდებთან ბელგიელი კარგი სტატისტიკით გამოირჩევა – გოლი ყოველ 139 წუთში (140 თამაში, 78 გოლი).

46 – “მანჩესტერ სიტის” 16 ტურის შემდეგ 46 ქულა აქვს. ეს შედეგი 2016-2017 წლების სეზონში მერვე ადგილი დასაკვებლად საკმარისი აღმოჩნდა (მთლიან სეზონში).

9 – ჟოზე მოურინიოს პეპ გვარდიოლასთან ყველაზე მეტი მატჩი აქვს წაგებული (9).

14 – “მან სიტიმ” პრემიერლიგაში ზედიზედ 14 თამაში მოიგო და “არსენალის” რეკორდი გაიმეორა, რომელიც “მეთოფეებმა” 2002 წლის თებერვლიდან აგვისტომდე დაამყარეს.

2 – “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 2 გოლი ერთ თამაშში მეორედ გაუშვა. პირველადაც ეს “სიტისთან” მოხდა (2016 წლის სექტემბერში).

4 – ნიკოლას ოტამენდს პრემიერლიგაში მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს მიმდინარე სეზონში გატანილი (4).

11 – მარკუს რაშფორდმა ბოლო 12 თამაშში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 5 პასი).

5 – დავიდ სილვამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” გატანილი ბოლო 6 გოლიდან ხუთში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 2 პასი).

7 – “იუნაიტედმა” ბოლო 12 თამაშიდან, რომელიც “სიტის” წინააღმდეგ ჩაატარა, 7 წააგო (3 მოგება, 2 ფრე).

15 – “ლივერპული” უკვე 15 თამაშია, რაც თანაქალაქელ “ევერტონთან” არ დამარცხებულა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

5 – უეინ რუნიმ “ლივერპულის” წინააღმდეგ ბოლო 6 თამაშში, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, 5 გოლი გაიტანა.

60 – ჯორდან ჰენდერსონმა პირველ ტაიმში 60 პასი გააკეთა და ეს ექვსი გადაცემით მეტი იყო, ვიდრე მთლიანად “ევერტონის” პასები საწყის 45 წუთში.

19 – მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონში (ყველა ტურნირის ჩათვლით) 24 თამაშში 19 გოლი გაიტანა “ლივერპულისთვის”. ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე “რომაში” ჩატარებულ 41 თამაშში გაიტანა.

10 – “არსენალმა” მიმდინარე სეზონში 10 ქულა მოიპოვა იმ მატჩებში, რომლებსაც თავიდან აგებდა. ეს საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში “სიტისთან” ერთად.

17 – ოლივიე ჟირუ გაუთანბრდა ოლე გუნარ სოლსკიაერს ცვლილებიდან გატანილი გოლებით (17). არცერთ სხვა ფეხბურთელს პრემიერლიგაში ერთი გუნდის მაისურით ასეთი შედეგი არ აქვს.

3 – ჩარლი ოსტინმა “არსენალთან” პრემიერლიგაში სამჯერ ითამაშა და სამჯერვე გოლი გაიტანა.

11 – ჩარლი ოსტინმა ბოლო 11 თამაშიდან, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, 8 გოლის გატანა შეძლო.

3 – დემირეი გრეიმ კლოდ პუელის ხელმძღვანელობით 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ეს უკეთესი შედეგია, ვიდრე მანამდე 50 შეხვედრაში ჰქონდა.

4 – რიად მაჰრეზმა პრემიერლიგაში გატანილი ბოლო 7 გოლიდან 4 საჯარიმოს გარედან გაიტანა.

4 – ხოსელუს მეოთხე წუთზე გატანილი გოლი “ნიუკასლისთვის” პრემიერლიგაში ყველაზე სწრაფი გოლია 2013 წლის ნოემბრის შემდეგ (მაშინ მეორე წუთზე “ნორვიჩს” ლოიკ რემიმ გაუტანა).

24 – კრისტიან ბენტეკემ მიმდინარე სეზონში 24 დარტყმა გააცუდა.

2 – ვილფრიდ ბონიმ ზედიზედ ორ პრემიერლიგურ მატჩში გოლის გატანა 2014 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოახერხა.

131 – ჰარი კეინმა პრემიერლიგაში 90-ე გოლი გაიტანა და ამისთვის 131 თამაში დასჭირდა. მხოლოდ ალან შირერმა მოახერხა 90 გოლის გატანა პრემიერლიგაში უფრო ნაკლებ ჩატარებულ შეხვედრაში (113 მატჩი).

3 - ჯერმეინ დეფომ “კრისტალ პალასს” ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაუტანა გოლი.

10 – მას შემდეგ რაც “უოტფორდი” პრემიერლიგაში დაბრუნდა (2015 წელი), მხოლოდ “ვესტ ჰემს” გაუძევეს მეტი ფეხბურთელი (12).

6 – რაიან შოუქროსმა პრემიერლიგაში მეექვსე ავტოგოლი გაიტანა. ის მხოლოდ რიჩარდ დანს (10 ავტოგოლი), ჯეიმი კარაგერს (7) და მარტინ შკრტელს (7) ჩამორჩება.

4 – სალომონ რონდონმა “სუონსის” სამ თამაშში ოთხი გოლი გაუტანა. უელსურ გუნდთან კოლუმბიელი ყველაზე შედეგიანია.

0 – “ჩელსის” “ვესტ ჰემთან” მეორე ტაიმში კარში არ დაურტყამს მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის 71.8% ჰქონდა.

1 – დევიდ მოიესმა პრემიერლიგაში პირველი საშინაო თამაში მოიგო 2016 წლის დეკემბრის მერე, როდესაც “სანდერლენდმა” “უოტფორდი” დაამარცხა (0 მოგება, 5 ფრე, 6 მარცხი).

140 – მარკო არნაუტოვიჩი გახდა 140-ე ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში “ვესტ ჰემისთვის” გაიტანა. ამაზე მეტი მრავალფეროვნებით მხოლოდ “ტოტენჰემი” გამოირჩევა (142 ფეხბურთელის გოლი).

იტალია, სერია A

21 – “მილანმა” “ბოლონიას” კარისკენ 21-ჯერ დაარტყა და ეს მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია ლომბარდიული გრანდისთვის.

7 – სიმონე ვერდიმ ბოლო 5 თამაშში 7 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 3 პასი).

399 – “მილანმა” სერია A-ში საკუთარ მოედანზე გოლი 399 წუთის შემდეგ გაიტანა. “როსონერის” “სან სიროზე” ბოლოს სექტემბერში ჰქონდა გატანილი (“სპალთან”).

4 – ალესანდრო მატრი “სასუოლოს” მეოთხე ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა. ეს იტალიის ჩემპიონატის ანტირეკორდია მიმდინარე სეზონში.

0 – “ინტერმა”, “იუვენტუსმა”, “რომამ” და “ნაპოლიმ” გასულ ტურში გოლი ვერ გაიტანეს. ბოლოს ასეთი რამ (როდესაც ოთხივემ გოლის გატანა ერთ ტურში ვერ მოახერხა) 1994-1995 წლების სეზონში, 22-ე ტურში მოხდა.

0 – 1965-1966 წლების სეზონის მე-17 ტურის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ერთ ტურში “რომამ”, “ინტერმა”, “ნაპოლიმ” და “იუვენტუსმა” ერთად ითამაშეს ფრე ანგარიშით – 0:0.

0 – 2014 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ “ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ორ შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.

1 – “ნაპოლიმ” “ფიორენტინასთან” პირველ ტაიმში კარში ერთადერთხელ დაარტყა და ეს ნეაპოლელების ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში.

26 – “რომამ” “კიევოსთან” 26-ჯერ დაარტყა და “ჯალოროსის” ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში. აღსანიშნავია, რომ რომაელებმა გოლი ვერ გაიტანეს.

22 – ედინ ჯეკომ ზედიზედ 22 ტურის შემდეგ, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში იყო, “კიევოსთან” მატჩი თადარიგიდან დაიწყო.

0 – “ინტერი” გახდა პირველი გუნდი 2015 წლის აგვისტოს შემდეგ, რომელმაც ტურინში, “იუვენტუსთან” გოლი არ გაუშვა (მანამდე ეს ბოლოს “უდინეზემ” გააკეთა).

44 – “იუვენტუსმა” დაასრულა სარეკორდო სერია იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 44 მატჩში გატანილი გოლების შესახებ.

65 – “იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონატში 0:0 65 მატჩის შემდეგ ითამაშა. “ინტერთან” შეხვედრამდე ტურინელებმა უგოლო ფრე 2016 წლის თებერვალში “ბოლონიასთან” ითამაშეს.

0 – “ინტერს” “იუვენტუსთან” პირველ ტაიმში კარისკენ არ დაურტყამს. “ნერაძურის” ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს 2014 წლის მაისში “მილანთან” შეხვედრაში ჰქონდა.

450 – ჯორჯო კიელინიმ “იუვენტუსის” რიგებში 450-ე მატჩი ჩაატარა.

3 – “კალიარი” გახდა პირველი გუნდი 2010 წლის აპრილის შემდეგ, რომელმაც სამივე ცვლილება პირველი ტაიმში გამოიყენა. იქამდე ეს “ფიორენტინას” (“კიევოს” წინააღმდეგ) გადახდა თავს.

გერმანია, ბუნდესლიგა

3 – “კიოლნს” ბუნდესლიგაში 15 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და ეს გერმანიის ჩემპიონატის ანტირეკორდია. აქამდე ბუნდესლიგაში არ ყოფილ შემთხვევა, რომ 15 ტურის შემდეგ რომელიმე გუნდს 4 ქულაზე ნაკლები დაეგროვებინოს.

2 – ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მსაჯის დამატებულ წუთებზე რომელიმე გუნდმა 2 პენალტი გაიტანა.

1 – პეტერ შტოგერმა “დორტმუნდთან” 7 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.

9 – “შალკემ” ბუნდესლიგაში ზედიზედ 9 შეხვედრაში გოლი 2014 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.

3 – კრისტოფ კრამერმა ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა ბოლო სამი წლის განმავლობაში. უკანასკნელად მას 2014 წლის დეკემბერში ჰქონდა გოლი გატანილი.

42 – 21 წლის ტიმო ვერნერს ბუნდესლიგაში უფრო მეტი (42) გოლი აქვს გატანილი, ვიდრე “ლაიფციგისა” და “მაინცის” მატჩში ძირითად შემადგენლობაში მყოფ დანარჩენ 21 ფეხბურთელს ერთად.

4 – არტურო ვიდალი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო ოთხ თამაში გოლი გაიტანა.

365 – ფრანკ რიბერიმ “ბაიერნის” რიგებში 365-ე თამაში ჩაატარა (257 მოგება, 112 გოლი, 125 პასი და 20 ტიტული). ამ შედეგით ფრანგი ჰასან სალიჰამიჯიჩს გაუთანაბრდა.

200 – მაქს კრუსემ ბუნდესლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა.

100 – ჯოშუა კიმიხმა “ბაიერნის” მაისურით მეასე თამაში ჩაატარა. იგი ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში “რეკორდმაისტერის” რიგებში, რომელმაც ყველა, 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

5 – კაი ჰავერტცმა ბუნდესლიგაში 5 გოლის გატანა 18 წლის, 5 თვისა და 27 დღის ასაკში მოასწრო. ასეთი შედეგი უფრო ახალგაზრდულ ასაკში მხოლოდ კრისტიან პულიშიჩსა და მაქს მეიერს აქვთ.

200 – რონ-რობერტ ცილერმა ბუნდესლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა.

6 – ‘შტუტგარტმა” ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე 6 თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

საფრანგეთი, ლიგა 1

5 – უსემ ოუას ტოპ 5 ჩემპიონატებიდან 20 წლამდე ნახევარმცველებში ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (3 გოლი, 2 პასი).

35 – “მარსელი” პირველი გუნდია, რომელსაც 17 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეოთხე ადგილზეა.

0 – “ლიონს” “ამიენთან” მატჩის პირველ ტაიმში კარში არ დაურტყამს. “ოლიმპიკს” ბოლოს ასეთი ცუდი შედეგი 2017 წლის აპრილში (“მეცთან”) ჰქონდა.

5 – იუნ-ჯუნ სუკმა ლიგა 1-ში კარში რვაჯერ დაარტყა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

34 – კილიან მბაპემ გასული სეზონიდან მოყოლებული 34 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა. 20 წლამდე ფეხბურთელებს შორის ეს საუკეთესო შედეგია და მეტიც, +20 აქვს მეორე შედეგთან:

კილიან მბაპე – 21 გოლი, 13 პასი

კაი ჰავერტცი – 5 გოლი, 9 პასი

კრისტიან პულიშიჩი – 5 გოლი, 7 პასი

ისმაილა სარი – 6 გოლი, 3 პასი

იან კარამო – 5 გოლი, 4 პასი

2013 – “ბორდომ” ლიგა 1-ს ახალწვეულთან ბოლოს ასეთი მძიმე მარცხი 2013 წელს განიცადა. ჟირონდელებმა მაშინ “ნანტთან” (0:3), ხოლო ახლა “სტრასბურგთან” წააგეს (0:3).

5 – სტეფან ბაჰოკენმა ლიგა 1-ში სასტარტო შემადგენლობაში ექვსჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

ესპანეთი, ლა ლიგა

49 – ლიონელ მესიმ ტოპ ხუთ ჩემპიონატებიდან 2017 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (ყველა ტურნირის ჩათვლით – 49 გოლი).

525 - ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით 525-ე გოლი გაიტანა და ამ შედეგით გერდ მიულერს გაუტოლდა. მათ გარდა არავის (ტოპ ხუთ ჩემპიონატებში) ერთი გუნდის რიგებში ამდენი გოლი არ გაუტანიათ.

97.4% - პაულინიომ “ვილიარეალთან” პირველ ტაიმში 38 პასი გააკეთა და აქედან 37 ზუსტი გამოდგა.

21 – “ბარსელონამ” ლა ლიგაში 21-ე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა (18 მოგება, 3 ფრე). არცერთ ესპანურ გუნდს ასეთი კარგი სერია არ აქვს.

1 – არიც ადურისი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც “ბილბაოს” მაისურით ლა ლიგაში გაიტანა (36 წლის და 302 დღის). ადურისმა პირ გაინზას შედეგი გააუმჯობესა (36 წელი და 298 დღე).

26.12% - “ატლეტიკოს” “ბეტისთან” ბურთის ფლობა მხოლოდ 26.12% ჰქონდა. ეს “როხიბლანკოსთვის” ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოდგა მიმდინარე სეზონში.

0 – “ატლეტიკოს” არასდროს წაუგია თამაში, როდესაც ანტუან გრიზმანი ძირითად შემადგენლობაში არ იყო (8 მოგება, 8 ფრე).

19 – “ატლეტიკოს” ლა ლიგაში უკვე 19 თამაშია არ წაუგია და ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სერიაა (12 მოგება, 7 ფრე. საუბარია ლა ლიგაზე).

1 – სიმე ვრსალიკომ ლა ლიგაში პირველი საგოლე პასი გააკეთა.

2 – რაიან ბუდებუზმა “ატლეტიკოსთან” ყვითელი ბარათი 55-ე წამზე მიიღო. მიმდინარე სეზონში ამაზე სწრაფად გაფრთხილება ლას პალმასელ დავიდ გარსიას უჩვენეს (50-ე წამი).

4 – დიეგო სიმეონემ კიკე სეტიენს ლა ლიგაში ოთხიდან ოთხი თამაში მოუგო (10 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი).

1 – ბორხა ბასტონმა “მალაგას” შემადგენლობაში სტუმრად გოლის გატანა პირველად მოახერხა.

6 – დანი პარეხომ “სელტას” მეექვსე გოლი გაუტანა. “ვალენსიას” კაპიტანს უკეთესი შედეგიანობა სხვა გუნდების წინააღმდეგ არ აქვს.

10 – სიმონე ძაძამ მიმდინარე სეზონში კარში 13-ჯერ დაარტყა და 10 გოლი გაიტანა.

5:0 – ბოლოს, როდესაც “რეალმა” “სევილიას” 5:0 მოუგო, ანდალუზიელთა რიგებში დიეგო მარადონა და დიეგო სიმეონე თამაშობდნენ (1993 წელი).

8 – კრიშტიანუ რონალდუმ და ქარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონში უფრო მეტჯერ მოარტყეს ბურთი კარის ძელს, ვიდრე გოლი გაიტანეს (კრიშტიანუ 4 გოლი, 5 ძელი. ბენზემა 2 გოლი, 3 ძელი).

5 – “სევილიამ” “რეალთან” პირველ ტაიმში 5 გოლი გაუშვა. ანდალუზიელბმა იქამდე ბოლოს 45 წუთში 5 გოლი 1987 წელს “სარაგოსასთან” გაუშვეს (საბოლოოდ 1:8 წააგეს).

24 – კრიშტიანუ რონალდუმ “სევილიას” 15 თამაშში 24 გოლი გაუტანა. ამაზე მეტჯერ პორტუგალიელს არცერთი სხვა ესპანური გუნდის კარი არ დაულაშქრავს.

2 – “სევილია” პირველი გუნდია, რომელსაც ნაჩომ ორ თამაშში გოლი გაუტანა. “რეალის” მცველის ანგარიშზე ჯამში 4 გოლია და აქედან ორჯერ ანდალუზიელებს გაუტანა.

4 – იბაი გომესმა ბოლო ორ თამაშში უფრო მეტი (4) გოლი გაიტანა, ვიდრე მანამდე 32 თამაშში.

0.119358