ფეხბურთი

18:56 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “თურმე, ინგლისშიც შესაძლებელია “ბარსელონას” სტილით თამაში”

“მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ინგლისშიც შესაძლებელია იმ სტილით თამაში, როგორითაც ადრე “ბარსელონა” მოქმედებდა. მეტიც, ყველა ხედავს, რომ სწორედ ეს სტილია მომგებიანიო:

“ბევრი მეუბნებოდა, პრემიერლიგაში “ბარსას” სტილით გუნდს ვერ ათამაშებო, მაგრამ შედეგს ყველა ხედავს. ჩვენ ეს შევძელით. გასულ სეზონშიც ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. ყველას შეუძლია ისე თამაში, როგორც მას უნდა და სწორედ ამაშია ფეხბურთის სილამაზე. ბედნიერი ვარ, როცა “სიტი” “სტემფორდ ბრიჯსა" თუ “ოლდ ტრაფორდზე" ასეთ ფეხბურთს აჩვენებს და შინ გამარჯვებული ბრუნდება”.

0.111271