ფეხბურთი

14:00 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები წლის პირველ მატჩს 2 თებერვალს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოეს მატჩს 2 თებერვალს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართავს - ამხანაგურ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იქნება. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით.

24 იანვარს ლოზანაში ერთა ლიგის წილისყრა შედგება. საქართველოც და აზერბაიჯანიც ამ ლიგის ბოლო, დ ჯგუფში არიან, თუმცა ორივენი პირველ კალათაში მოხვდნენ და ჯგუფში ერთად არ იქნებიან.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებები აქამდე ექვსჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორ-ორი მოგება, ფრე და წაგება. ამ მხრივ თანაფარდობაა, ბურთების შეფარდება კი 8:6 ქართველთა სასარგებლოდ. ექვსივე თამაში ამხანაგური იყო.

ბოლო მატჩი 2007 წელს გაიმართა ბაქოში და 1:1 დასრულდა. ქართველთაგან გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.

0.122798