ფეხბურთი

4:08 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნულები კალჩოში

იტალიიის სერია A-ს XVI ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ცვლილება არ მომხდარა. შესაძლოა რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ისე მოხდა, რომ “რომამ”, “ნაპოლი”, “იუვენტუსმა” და “ინტერმა” ვერ მოიგეს. მეტიც, ოთხივემ ფრე ითამაშა ერთნაირი ანგარიშით (0:0). საინტერესოა, რომ ბოლოს ერთ ტურში ზემოხსენებულმა გუნდებმა ამ ანგარიშით 1965-1966 წლების სეზონში ითამაშებს. გარდა ამისა, 1994-1995 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ “ნერაძურიმ”, “ბიანკონერიმ”, “ჯალოროსიმ” და “აძურიმ” ერთ ტურში გოლი ვერ გაიტანეს.

“ნაპოლი” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინასთან” ვერ გახდა ვერაფერს. მაურიციო სარის გუნდმა სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა. მეტწილად, პირველ ნახევარში. საწყის 45 წუთში მასპინძლებმა ფლორენციელთა კარისკენ ერთადერთხელ დაარტყეს და ასეთი ცუდი შედეგი მიმდინარე სეზონში პირველად აჩვენეს. აღსანიშნავია ისიც, რომ “ნაპოლიმ” ზედიზედ მეორე ტურში ვერ გაიტანა გოლი. ბოლოს ნეაპოლელებმა ორი უგულო მატჩი 2014 წლის სექტემბერში ჩაატარეს. მოკლედ, ნულოვანი ფრე და სარის ბიჭები ისევ მეორე პოზიციაზე დარჩნენ, არადა გალიდერება შეეძლოთ.

“რომა” ვერონაში ჩავიდა და ადგილობრივ “კიევოს” ვერაფერი მოუხერხა – 0:0. “ჯალოროსი” ისევ ლიდერებშია, მაგრამ ეუსებიო დი ფრანჩესკოს უფრო მეტიც შეეძლო.

ჯენარო გატუზოს თავკაცობით “მილანმა” პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ბენევენტოსთან” ფრისა და “რიეკასთან” მარცხის შემდეგ “როსონერიმ” რეაბილიტაცია “ბოლონიასთან” გამარჯვებით მოახერხა. შავ-წითლების რიგებში საუკეთესო ჯაკომო ბონავენტურა იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. მის გოლებს შორის კი ერთი ხანობა სიმონე ვერდიმ გაათანაბრა ანგარიში. საგულისხმოა, რომ “როსონერიმ” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით “სან სიროზე” გოლი 399 წუთის შემდეგ გაიტანა. მილანელებს საკუთარ მოედანზე ბოლოს “სპალის” კარში ჰქონდათ გატანილი ჯერ კიდევ სექტემბერში.

სხვა მატჩებს რაც შეეხება – “სასუოლომ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა კონკურენტ “კროტონესთან”, ხოლო “უდინეზემ” შინ “ბენევენტოს” აჯობა ადვილად. “სპალმა” და “ვერონამ” კი ქულები გაიყვეს (2:2).

“კიევო” – “რომა” 0:0 (0:0)

“სპალი” – “ვერონა” 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჩერჩი (55, პენ), 0:2 კასერესი (69), 1:2 პალოსკი (86), 2:2 ანტენუჩი (88, პენ)

“ნაპოლი” – “ფიორენტინა” 0:0 (0:0)

“უდინეზე” – “ბენევენტო” 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბარაკი (5), 2:0 ლასანია (41)

“სასუოლო” – “კროტონე” 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 გოლდანიგა (49), 2:0 პოლიტანო (61), 2:1 2:1 აჩერბი (66, ა.გ)

“მილანი” – “ბოლონია” 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ბონავენტურა (10), 1:1 ვერდი (23), 2:1 ბონავენტურა (76)

თეგებისერია A
0.122079