ფეხბურთი

12:19 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობამ ბოშის გაშვება გადაწყვიტა

"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი პიტერ ბოში თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს. როგორც Bild- იუწყება, 10 დეკემბერს კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურად დაადასტურებს ჰოლანდიელის გუნდიდან გაშვების შესახებ ინფორმაციას.

კლუბის ხელმძღვანელობა პიტერის ასპარეზობით უკმაყოფილოა, რადგან "ბორუსიამ" ბოლო 9 შეხვედრაში გამარჯვება ვერ მოიპოვა და მეტიც, 6 მატჩში მარცხი განიცადა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა, ხოლო ბუნდესლიგაში დამაკმაყოფილებელი სტარტის შემდეგ, ამჟამად 22 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

54 წლის სპეციალისტი გერმანული გუნდის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის ზაფხულში დაინიშნა. მას შემდეგ "დორტმუნდმა" 24 მატჩი ჩაატარა, აქედან კი 8 შეხვედრა მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 10 შეხვედრაში მარცხი განიცადა.

0.112838