მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი უკვე შეუთანხმდა კატალონურ გრანდს და ამის შესახებ ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედსაც” აცნობეს.
საქმე ისაა, რომ “წითელი ეშმაკებიც” დაინტერესებულნი არიან გრიზმანის სამსახურით, მაგრამ ფრანგს და მის აგენტს არ სურთ ინგლისელთა მცდელობამ ფეხბურთელის ტრანსფერი “კამპ ნოუზე” შეაფერხოს.
ჯერჯერობით, აღნიშნული გარიგების სხვა დეტალები უცნობია. გრიზმანის სავარაუდო ფასი 100 მილიონ ევროს აღწევს.