ფეხბურთი

11:27 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: “ნეიმარს “რეალში” “ოქროს ბურთის” მოგების შანსი ექნება”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ ნეიმარს “ოქროს ბურთის” მოგების უფრო დიდი შანსი ექნება, თუ “სამეფო კლუბში” ითამაშებს.

როგორც პერესმა Marca-ს განუცხადა, მის გუნდში ამისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.

“ვფიქრობ, თუ ნეიმარი “რეალში” გადმოვა, “ოქროს ბურთის” მოგების უფრო მეტი შანსი ექნება. ჩვენი კლუბი დიდ ფეხბურთელებს რაც სჭირდებათ, ყველაფერს სთავაზობს. ყველამ იცის, რომ ნეიმარის “რეალში” მოყვანას აუცილებლად ვეცდები.

რონალდუ? – საამაყოა მასზე საუბარი. ჩემი აზრით, ალფრედო დი სტეფანოს მემკვიდრეა. ფეხბურთით ცხოვრობს და ყოველდღე ბევრს მუშაობს, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”, - აღნიშნა პერესმა.

შეგახსენებთ, ნეიმარი 2017 წლის “ოქროს ბურთის” ნომინაციაში მესამე ადგილზე გავიდა. გამარჯვება კი რონალდუმ ზედიზედ მეორედ და კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115804