“სან ანტონიო სპურსის” ლიდერი კავაი ლეონარდი პარკეტზე დაბრუნებას “ფინიქსთან” მატჩში აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასური მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 9 დეკემბერს “ბოსტონთან” მატჩში კავაი დადასტურებულად არ ითამაშებს, ხოლო 10 დეკემბერს “ფინიქსთან” შეხვედრაში ის პარკეტზე დაბრუნებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ კავაის მიმდინარე სეზონში არ უთამაშია, ტეხასელთა ლიდერს ბარძაყის ტრავმა აწუხებს.