უკრაინულ საიტებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ლვოვის "კარპატის" ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავას კანდიდატურას განიხილავს. მეტიც, მათი ცნობით, კაჭარავა ფავორიტად ითვლება.
ლვოველებს დროებით წვრთნის ოლეგ ბოიჩიშინი, რომელიც ახალგაზრდული გუნდიდან დააწინაურეს.
ამავდროულად, თბილისის "დინამო" სრულ ნდობას უცხადებს კაჭარავას. მის ხელში დინამოელებმა ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს და ცოტა დააკლდათ ჩემპიონობამდე. კაჭარავას სეზონის განმავლობაში ორჯერ მოუწია ახალი გუნდის შექმნა.